გერმანიის ელჩის ბარბარა ფოსის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს“

საქართველოში გერმანიის ელჩის ბარბარა ფოსის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს“. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდია: კონრად ადენაუერის ფონდი - აფილირებული „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ (CDU); ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - აფილირებული „გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან (FDP); ჰაინრიხ ბიოლის ფონდი - აფილირებული „მწვანეებთან“; ფრიდრიხ ებერტის ფონდი - აფილირებული „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიასთან“ (SPD).

როგორც ცნობილია, აქედან ორმა, ადენაუერისა და ნაუმანის ფონდებმა საქართველოში ოფისების დახურვის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, გერმანიის ახალმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა ფონდებთან დაკავშირებით 2 ოქტომბერს თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო“, - განაცხადა ელჩმა. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ „ეს მოვლენები ასევე აისახება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“. მან ასევე განაცხადა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნება მისი ელჩობისას პრიორიტეტი იქნება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე