საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უნგრეთთან 0:1 დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უნგრეთთან 0:1 დამარცხდა

ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში მილოშ კერკეზმა გაიტანა.

მატჩი ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" გაიმართა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.