ვანის მე-17 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, კენჭისყრა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფერეთაში, შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

მე-17 საარჩევნო უბანი ზუსტად რვა საათზე გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

საკუთარი არჩევნი უკვე დააფიქსირა ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატიბის კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ. მისი თქმით, საარჩევნო უბანი რვა საათზე გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

,,არჩევნები კომფორტულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აქტივობა არის მაღალი. გამარჯვების შემთხვევაში მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემი სოფლისთვის, გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები"- განაცხადა ვაჟა ხელაძემ.

სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ძლიერი საქართველო- ლელოს" კანდიდატები ირძვიან.

მე-17 უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე