ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, - ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ლატვიაში მოსახლეობა მე-15 მოწვევის სეიმის შემადგენლობას ირჩევს. საარჩევნო უბნები დღეს, 8:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
სეიმის არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, რომელთაც სულ, 1428 კანდიდატი ჰყავთ წარმოდგენილი.
წინასწარი გამოკითხვებით, ლატვიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის ცენტრისტული „გაერთიანებული სია“ ხმების 14%-ით ლიდერობს. მეორე ადგილს კი მემარჯვენე პოპულისტური „სუვერენული ძალაუფლება“ იკავებს.
ლატვიის 100-ადგილიან სეიმში უმრავლესობის მოსაპოვებლად 51 მანდატია საჭირო.