ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალაბამაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დღეს დილით „დიდი შვიდეულის“ წევრებს ვესაუბრე და მოხარული ვარ გაცნობოთ, მარაგებიდან დიდი რაოდენობით დიზელის საწვავის ბაზარზე გატანის შესახებ ევროპასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს დაუყოვნებლივ დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, „დიზელის საწვავის ფასები უკვე იკლებს“.
„მაგრამ, ფასები მკვეთრად დაეცემა მას შემდეგ, რაც ირანთან საბოლოოდ დავასრულებთ. სხვათა შორის, ასე თუ ისე, ეს ძალიან მალე მოხდება. ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე თითქმის ნებისმიერმა ადმინისტრაციამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.