Reuters - აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდმა იშვიათი მინერალების სფეროში პირველი შეთანხმება გააფორმა

აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდმა იშვიათი მინერალების სფეროში პირველი შეთანხმება გააფორმა, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის საინვესტიციო განყოფილების ხელმძღვანელის, კონორ კოულმენის განცხადებით, აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდმა სულ შეთანხმება ხუთ პროექტზე გააფორმა.

მისი თქმით, ამჟამად, ფონდის პროექტების საერთო მოცულობა 70 მილიონი დოლარია, ხოლო იშვიათი მინერალების სფეროში გაფორმებული პირველი შეთანხმება დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

კოულმენმა აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის მასშტაბით სამთო-მოპოვებითი პროექტების განხორციელებას დაეთმობა.

ასევე, ორი პროექტი ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინის ელექტრო და გათბობის სისტემების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი მინერალების შესახებ სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი 2025 წლის აპრილში მოაწერეს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე