რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

ისინი დავითაძეზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ და ითხოვენ, სრულად გასაჯაროვდეს კადრები, სადაც მათივე განმარტებით, მსჯავრდებულზე ძალადობაა ასახული.

გიორგი დავითაძის დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, ბადრაგები, რომლებიც, მისივე თქმით, პატიმრებზე ძალადობენ, უნდა დაისაჯონ.

„მოძალადე ტრაპაიძე თავისი არაკაცი, პატარა კაცებით, რომლებიც შეკრებილი ჰყავს, ძალადობენ პატიმრებზე და ამას არ ვაპატიებ. პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერზე. 9-წლიანი სისხლიანი ჯალათები ჩაანაცვლეს ამათ და მათი სახელი არის ფეკალიებზე მდევარი მოძალადე ჯალათები. ქათმებიც თქვენ ხართ, არაკაცებიც თქვენ ხართ“,- განაცხადა ირმა დავითაძემ.

რაც შეეხება პენიტენციური დაწესებულების მიერ უკვე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც უწყების განმარტებით, დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის ყოფნაა ასახული, ირმა დავითაძე ამბობს, რომ ეს კადრები მომხდარს სრულად არ ასახავს.

„2-3 წამიანი კადრი აჩვენეს, იქაც, ვისაც უნდა დაინახოს, რა ხდება იქ, მშვენივრად დაინახავს. ეს 10 ჯალათი შემოეხვია წაქცეულ, საწოლზე გადაყუდებულ გიორგის, გადაუგრიხეს ყველაფერი. ჩანს ხელების მოძრაობებიც, რაც ჩაიდინეს, დანარჩენმა ჯალათებმა კედელი აღუმართეს, რომ ეს კარგად ხილვადი არ ყოფილიყო. მაგის გარდა 5 ფაილია, რუსთავის პროკურატურა ვალდებული იყო ეს ჩემთვის ეჩვენებინა. ზოგ ქოცს არ უნდა ამის დაჯერება და თურმე ჩვენ ასეთი რამ მოვიგონეთ ჩვენს თავზე გაასაჯაროონ კადრები ხმოვანი სახით“,- განაცხადა ირმა დავითაძემ.

ცნობისთვის, რუსთავის მე-6 დაწესებულებასთან მსჯავრდებულის ოჯახის წევრების და მისი მხარდამჭერების აქციის გამართვის მიზეზი თავად მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებაა. მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე