ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი - ლიეტუვაში ამოუცნობი ობიექტის დაფიქსირების გამო საჰაერო საფრთხე გამოცხადდა

ლიეტუვაში ამოუცნობი ობიექტის დაფიქსირების გამო საჰაერო საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.

ლიეტუვის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტის დაფიქსირების გამო ვილნიუსის აეროპორტთან ახლოს საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.

ასევე, ინციდენტის გამო ნატო-ს გამანადგურებლები ჰაერში განლაგდნენ.

მოგვიანებით, ლიეტუვაში გამოცხადებული საჰაერო საფრთხის ყვითელი დონე გაუქმდა.

ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუსკასის განცხადებით, ობიექტს შესაბამისი სამსახურები ეძებენ.

„თუ ჩამოვარდა და თუ ეს დრონი იყო, მაშინ მას აუცილებლად იპოვიან. თუმცა, ეს შესაძლოა დრონი არ ყოფილიყო, რადგან სიჩქარე ჩვეულებრივზე ოდნავ დაბალი იყო. შესაძლოა, ეს რაიმე სხვა სახის ანომალია ყოფილიყო ან ფრინველთა მიგრაციასთან იყო დაკავშირებული“, - აღნიშნა ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე