მიხეილ სააკაშვილი - გიორგი დავითაძის გარშემო 10 ბადრაგის ყოფნის მიზანი მხოლოდ უკანონობის ფაქტის დამალვა შეიძლება ყოფილიყო - რაც შეეხება „ციხის კადრებზე“ საუბარს, ამის ჩემი ხელისუფლებისთვის დაბრალება მეტყველებს, რომ მეცოცხეობა რელიგიაა და რელიგიას ფაქტები არ სჭირდება

მას შემდეგ, რაც „ციხის კადრების" დადგმა აღიარეს ელიზბარაშვილმა და ბედუკაძემაც, ამ დიდი სიყალბის ჩემი ხელისუფლებისთვის დაბრალება ერთ რამეზე მეტყველებს, რომ მეცოცხეობა რელიგიაა და რელიგიას ფაქტები არ სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის მე-6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებს გაუპატირებაში ადანაშაულებს.

„გიორგი დავითაძის გარშემო 10 ბადრაგის ყოფნა, არასდროს ხდება მსგავს სიტუაციაში და აქაური წესების უხეში დარღვევაა. ერთადერთი მიზანი მხოლოდ კამერებისგან უკანონობის ფაქტის დამალვა შეიძლება ყოფილიყო, ვამბობ ამას როგორც 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე ტყვე.

მოვუწოდებ სხვა პატიმრებსაც ამოიღონ ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენივე უსაფრთხოებისთვის, იცოდეთ, რომ სიჩუმე კლავს. ასევე ამოიღეთ ხმა სრულიად უაზრო შეზღუდვებზე და განსაკუთრებით ბოლო დროს მკვეთრად გაუარესებაზე.

გიორგი დავითაძის მშობლები ჯიუტად აგრძელებენ ჩემ დროინდელ „ციხის კადრებზე" საუბარს, რითაც, სინამდვილეში ეჭვქვეშ აყენებენ თავისი შვილის ისტორიასაც. მას შემდეგ, რაც "ციხის კადრების" დადგმა აღიარეს ელიზბარაშვილმა და ბედუკაძემაც, ამ დიდი სიყალბის ჩემი ხელისუფლებისთვის დაბრალება ერთ რამეზე მეტყველებს, რომ მეცოცხეობა რელიგიაა და რელიგიას ფაქტები არ სჭირდება.

მეორეს მხრივ გასაგებია თუ რა აქვთ მოტივაცია - ჩემ დროს გიორგი დავითაძის მამა, ავთო დავითაძე, კორუფციისთვის იყო გასამართლებული და თუ კარგად დაუკვირდებით, ყველა მოქმედ, თუ ყოფილ „ქოცს“ აქვს პირადი მოტივაცია ჩვენზე ტყუილის ლაპარაკის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ სადაც ისინი მართლები არიან, არ დავუდგეთ გვერდით და არ დავუჭიროთ მხარი”, - წერს სააკაშვილი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე