ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 40.49% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.49%-ს შეადგენს.

მათ შორის ახმეტაში 93 ამომრჩეველი - 34.19%; დმანისში 129 - 49.05%; წალკაში 352 - 34.82%; ვანში 327 - 48.16%.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 15:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა. მათ შორის ახმეტაში - 93 (34.19%), დმანისში 129 (49.05%), წალკაში 352 (34.82%) და ვანში (327 48.16%) ამომრჩეველი.

იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე და მოითხოვეს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება, შესაბამისი სერვისით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ემსახურებიან.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა