ირაკლი კუპრაძე - თბილისობას გილოცავთ, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც ამ ქალაქში ცხოვრება ყოველდღიურ ბრძოლად იქცა - თბილისობა პასუხისმგებლობის დღეცაა, გილოცავთ, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის პირობით!

თბილისობას გილოცავთ, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც ამ ქალაქში ცხოვრება ყოველდღიურ ბრძოლად იქცა- თბილისობა პასუხისმგებლობის დღეცაა. გილოცავთ, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის პირობით!- ამის შესახებ განცხადებას „ლელო- ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, თბილისი არ უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან, „მშობლებს შვილების პარკში გაშვება ეშინიათ, ხანდაზმულებს კი წამალსა და საკვებს შორის არჩევანი უწევთ“.

„სიყვარული ამ ქალაქის ტკივილზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. დღეს უნდა ვთქვათ საცობებზე, მძიმე ჰაერზე, გაძვირებულ ცხოვრებასა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე.

განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ტრაგედიებს შეწირული ადამიანები. გლოვა მხოლოდ სამძიმრით ვერ დასრულდება - გვჭირდება სიმართლე, პასუხისმგებლობა და ხელისუფლება, რომელიც უსაფრთხოებას და ადამიანების სიცოცხლეს დაიცავს.

ჩვენი ამოცანაა, ბიუჯეტი მოქალაქეებს მოხმარდეს: უსაფრთხო სკოლებს, პარკებს, გამართულ ტრანსპორტს, გამწვანებას და ავარიული სახლების გამაგრებას. თბილისი არ უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან, მშობლებს შვილების პარკში გაშვება ეშინიათ, ხანდაზმულებს კი წამალსა და საკვებს შორის არჩევანი უწევთ.

თბილისობა პასუხისმგებლობის დღეცაა. გილოცავთ, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის პირობით!“, - განაცხადა კუპრაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე