ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა.
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსა და გერმანიას საერთო ინტერესები აქვთ და საერთო საფრთხეების წინაშე დგანან.
„რუსეთი ევროპის დესტაბილიზაციასა და ხალხის დაყოფას ცდილობს, დეზინფორმაციის, მუქარის, საბოტაჟისა და აგრესიის გზით. ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და იციან, რომ რუსეთი არა ძალთა ბალანსისკენ, არამედ დამორჩილებისკენ ისწრაფვის. გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უფლებას, საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არჩევანი თავად გააკეთოს. ჩვენ ნატო-ს სამოქმედო ჩარჩოს ფარგლებში ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რის მიზანსაც შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება და სამხრეთ კავკასიასა თუ ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით წვლილის შეტანა წარმოადგენს“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.