ირაკლი კირცხალია - გერმანიის ელჩი ახალი ჩამოსულია და ალბათ, დრო სჭირდება, კარგად გადაავლოს თვალი მოვლენებს - მარტივად ვუპასუხებ: რომ წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით რომ დასაფინანსებელია, დავუფინანსებდით

მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს: რომ წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ რომ დასაფინანსებელია, დავუფინანსებდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ გერმანიის ელჩის მიერ ფონდების ნაწილის დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

კირცხალია გერმანიის ელჩს ურჩევს, „ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები“.

„როგორც ვიცი, გერმანიის ელჩი ახალი ჩამოსულია ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ცოტა დრო სჭირდება კარგად გადაავლოს თვალი პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში, კარგად შეისწავლოს და სთხოვოს თავის თანამშრომლებს კარგად შეისწავლონ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, განსაკუთრებით იმ კუთხით, რა კუთხითაც ის აკეთებს ამ ხმამაღალ განცხადებებს. მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს: რომ წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ რომ დასაფინანსებელია, დავუფინანსებდით. თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომელიც არ ჩაითვალა საჭიროდ, რომ დაფინანსებულიყო და ეს თუ რომელიმე ორგანიზაციის დახურვის მიზეზი გახდა, ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ შემდეგ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს.

ახლა რაც შეეხება ევროკავშირში ურთიერთობებს და ა.შ. მესმის, რომ გერმანია ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორია იმ ეკონომიკურ კავშირში, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჰქვია. მე მას ვურჩევდი, რომ ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს, მათ შორის, მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და პროცესები, მის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები, ყველა ის დინამიკა, რაც მის ქვეყანაში ვითარდება, სხვა წევრ ქვეყნებში რა პოლიტიკური ვითარებაა, სადაა მათი ეკონომიკა დღეს, სად არის ჯამში ევროკავშირის ეკონომიკა დღეს, რა გამოწვევები აქვთ თუნდაც, ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგომატარებლებთან და ტარიფების მიმართულებით, დასაქმების მიმართულებით, თუ რა მდგომარეობა აქვთ მეწარმეობის და ინდუსტრიულ სფეროში, ამის შემდეგ აკეთონ ხმამაღალი განცხადებები... თუნდაც, მხოლოდ განცალკევებულად ამ ჩემი ჩამონათვალის გარეშე რომ განვიხილოთ, მხოლოდ და მხოლოდ გერმანია არ არის გადაწყვეტილების მიმღები, თუ რომელი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში და რომელი ქვეყანა - არა. ასევე, კარგად დაფიქრდნენ, ყოველთვის თავს ვიკავებთ შეფასებებისგან, მაგრამ საზოგადოებაა, პოლიტიკაში ვართ, ყველა ვეცნობით და ვიცით რა ხდება მსოფლიო პოლიტიკურ ველზე, მათ შორის, ევროპაში, ევროპულ პოლიტიკურ ველზე. ასევე, უნდა გადახედონ ალბათ, როცა წევრ ქვეყნებზე აქვთ საუბარი იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ახლა იღებენ, როცა ახალი წევრი ქვეყნები უერთდებიან, არ ექნებათ ხმის, ვეტოს უფლება და ა.შ. და ზოგადად, მმართველობის სტილსაც უნდა გადახედონ, რომ არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და ფასეულობებზე იდგა ევროკავშირი. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა“, - განაცხადა კირცხალიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე