ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა გააგრძელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას რუსული თავდასხმების ახალ სტრატეგიაზე საპასუხოდ

უკრაინა გააგრძელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას რუსული თავდასხმების ახალ სტრატეგიაზე საპასუხოდ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვამ დოკუმენტები მოიპოვა, რომლებიც ადასტურებენ, რომ პუტინმა ზამთრამდე სამოქალაქო ობიექტების გაცილებით უფრო

ფართო სპექტრის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმების “ახალი დოქტრინა” მიიღო.

“ვნახეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი საშუალებას აძლევენ დაარტყან ინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკას, გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რათა აიძულონ ხალხი დატოვონ დედაქალაქი, დატოვონ სხვადასხვა ქალაქი. ეს არის ოპერაციის მიზანი,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა უპასუხებს მოსკოვის მიერ ტაქტიკის ცვლილებას, მაგრამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განურჩევლად დაბომბვებით არა.

„უნდა ვუპასუხოთ ნებისმიერი გზით, რომელიც შეგვიძლია. ჩვენს ენერგეტიკაზე მათი თავდასხმების საპასუხოდ, ჩვენ მათ ენერგეტიკაზე უნდა მივიტანოთ დარტყმები. უპირველეს ყოვლისა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე: რაც აძლევს მათ ფულს ამ ომისთვის. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავარტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, რასაც ისინი შვრებიან,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში