„დროა“ ცრუს უწოდებს ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად გამართული აქცია მათ მიერ იყო ორგანიზებული და განმარტავს, რომ „აქცია დააანონსა და დაგეგმა პატიმრის ოჯახმა”

პარტია „დროას“ განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად გამართული აქცია, „დროას“ მიერ იყო ორგანიზებული, რაც პარტიის განმარტებით, სიცრუეა.

როგორც „დროას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქცია დააანონსა და დაგეგმა პატიმრის ოჯახმა.

„მთელი დღეა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია პარტია „დროას“ ორგანიზებით ჩატარდა.

როგორც გიორგი დავითაძის ოჯახის, ისე საზოგადოების წინაშე, თავს ვალდებულად ვთვლით, პასუხი გავცეთ მათ ტყუილებს - აქცია დააანონსა და დაგეგმა პატიმრის ოჯახმა. პარტია „დროამ“ კი, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მათ. როგორც დღეს, ისე ყოველთვის ვიდგებით დავითაძეების ოჯახისა და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკის მსხვერპლია.

გიორგი დავითაძის წინააღმდეგ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული. იგი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია. არასდროს შევეგუებით არცერთი ადამიანის, არცერთი პატიმრის უფლებებისა და ღირსების შელახვას.

არა პატიმრების წამებას!“,- ნათქვამია „დროას“ განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე