ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, შუალედური არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ წარუდგენიათ, საუბნო საარჩევნო კომისიაში კი ერთი საჩივარი დაიწერა

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნების ფარგლებში, საოლქო სარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ არის წარდგენილი.

კალანდარიშვილის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიაში კი ერთადერთი საჩივარი იყო წარდგენილი, რომელიც ფოტო-ვიდეოგადაღებას უკავშირდებოდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიაში საერთოდ არ არის წარდგენილი. რაც შეეხება საუბნოს დონეზე, მხოლოდ ერთი საჩივარი არის წარდგენილი. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, თუ რას უკავშირდება, ეს არის ფოტო-ვიდეოგადაღების წესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილ პირს განემარტა, თუ როგორ უნდა მოეხდინა შესაბამისი სამართლებრივი წესის თანახმად ფოტო-ვიდეო გადაღება, რომელიც მან ამ მითითების თანახმად უზრუნველყო და გამოასწორა. თუმცა, ჩვენდა გასაკვირად მაინც წარდგენილი იქნა განცხადება-საჩივარი, რომლითაც ის ერთგვარად აპროტესტებდა ასეთი ტიპის ცვლილებას“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში