ირაკლი კობახიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე - არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი

არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პატიმრის ოჯახის წევრები ცდილობდნენ, ადამიანი, რომელმაც არაერთი ტყვია ესროლა პოლიციელს და დაჭრა გაემართლებინათ.

„არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას. დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი. რაც შეეხება ამ ადამიანის პიროვნების წარმოჩენას, მე როგორც ვხვდები, ეს მოჰყვა მისი ოჯახის წევრის განცხადებას. როდესაც მან პოლიციელს ესროლა არაერთი ტყვია და დაჭრა პოლიციელი, ამის გამართლებას ცდილობდა მისი ოჯახის წევრი და ამას სჭირდება შესაბამისი პასუხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, მასზე N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა და მომხდარში 10 პირი მონაწილეობდა. დავითაძის მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში