რუსული მედია - რუსეთში, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი სამართალდამცავებზე თავდასხმის დროს მოკლეს

რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმის დროს მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

კერძოდ, ვლადიკავკაზიდან ადლერში მიმავალ მატარებელში ერთ-ერთი პატიმარი თავს დაესხა ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს. შედეგად ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაიჭრა.

თავდასხმის დროს პატიმარმა ერთ-ერთი თანამშრომლის ცეცხლსასროლი იარაღი მოიპოვა, რის შემდეგაც რამდენჯერმე გაისროლა. რუსი სამართალდამცავების თქმით, პატიმარი ამის შემდეგ გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა მისი ლიკვიდაცია.

რუსული სახელმწიფო მედია რუს სამართალდამცავებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ აღნიშნული პატიმარი დმიტრი პუშკარევია, რომელიც მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული, რათა პასუხისგებაში ყოფილიყო მიცემული ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნისთვის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე