ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი თვლის, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამერიკა რუსეთზე ასჯერ ძლიერია და ეს არ უნდა ავიწყდებოდეთ

რუსეთთან მოლაპარაკებებში აშშ-ს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ის 100-ჯერ უფრო ძლიერია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას სჯერა, რომ აშშ-ს ნამდვილად სურს ომის დასრულება.

,,ვენდობი მათ. ამავდროულად მესის, რომ რთულია ასეთი დიდი ვიღაცის გაჩერება, ვისაც არ სურს გაჩერება. ამიტომ თქვენ [აშშ] ცდილობთ რუსეთთან რაღაც კომპრომისების პოვნას. მაგრამ მე ვთვლი, რომ ტყუილად დავხარჯავთ დროს, თუ ვეთამაშებით რუსულ კომპრომისებს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს ახლა ,,სურს რაღაც გამარჯვების მოპოვება შუალედურ არჩევნებამდე”.

თუმცა, ზელენსკის თქმით, პუტინი ყველაფერს იზამს, რათა ზეწოლა მოახდინოს ირანელებზე და ვითარება იქამდე მიიყვანოს, მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდეს.

,,იგივეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. თუ პუტინი დაინახავს, რომ პრეზიდენტ ტრამპს რაღაც გამარჯვება სჭირდება, ის გადაწყვეტს რა მისცეს და რა არა. და პრობლემაც ამაში მდგომარეობს: პუტინი თვლის, რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ამერიკა რუსეთზე ასჯერ ძლიერია. მათ უბრალოდ არ უნდა ავიწყდებოდეთ ეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე