ანდრეი ბაბიში - სჯობდა ევროპას თანხები უკრაინის აღდგენისკენ მიემართა და არა ომისკენ

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში მიიჩნევს, რომ ევროპა არასწორად მართავს უკრაინისთვის გამოყოფილ დაფინანსებას.

“მიმაჩნია, რომ ევროპას, რომელმაც უკრაინისთვის 377 მილიარდი ევრო დაამტკიცა, სჯობდა, ეს თანხები უკრაინის აღდგენისკენ მიემართა და არა ომისკენ. სამწუხაროდ, აი, აშშ, ბატონი ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპა კი დიალოგში არ ერთვება, თუმცა ზოგიერთი ლიდერი უკვე ამბობს, რომ ამის გაკეთება საჭიროა, ამიტომ არ მგონია, ვინმეს ომი სურდეს. იქ ხალხი იღუპება, ახალგაზრდა უკრაინელები - არ ვიცი, რამდენია ევროპაში, 600 000-700 000 - ამიტომ, ალბათ, მათაც არ სურთ ბრძოლა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ეს სამხედრო კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდება“, - განაცხადა ბაბიშმა.

მისი მტკიცებით, ახლა მსოფლიო და ევროპელი ლიდერების ჯერი დადგა, რომლებიც ამჟამად ომზე საუბარს უფრო ხელსაყრელად მიიჩნევენ, ვიდრე მისი დასრულების მცდელობას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე