ნიკა გვარამია - ვინც 2012 წელს ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა - გამიხარდება, თუ არჩევნებს არ დაელოდება, არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს

ის, ვინც 2012-ში ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა - ამიტომაც გამიხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება, არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს - მხოლოდ აქციაზე დადგომით თუ არ შემოიფარგლება და სხვასაც თუ მოიყვანს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნეგატიურად და პოზიტიურად წარსულზე მუდმივად ლაპარაკი გვაშორებს მომავალს და ხელს უწყობს „სტატუსკვოს მუდმივობას, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველია და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“.

„ბიძინასთვის 2012-ში ხმის მიცემა რომ შეცდომა იყო, ამისი აღიარების მოთხოვნა რას იძლევა, მე არ მესმის. დარწმუნებული ვარ, კარგს არაფერს. მით უმეტეს, შეცდომისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნა.

მოიხადა ვიღაცამ ბოდიში, და ამით ან მე რა, ან ჩვენ, ან საქართველოს? თუ უნდა ვინმეს ბოდიშის მოხდა, მისი პირადი საქმეა. საერთოდაც, ბოდიშის თქმა ადამიანის პირადი საქმეა. ბოდიშის არ თქმაც.

ის, ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა.

ამიტომაც გამეხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება (ვიცით უკვე, "მომინდება და გადავირჩევ" რომ არ გამოუვიდა), არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს. მხოლოდ აქციაზე დადგომით თუ არ შემოიფარგლება და სხვასაც თუ მოიყვანს. მოკლედ, როგორც 2012-ში იქცეოდა, ისე მოიქცევა დღესაც.

პროტესტში მისი მონაწილეობა განსხვავდება ჩემისგან: ვიღაცას მისი უფრო სჯერა, ვიღაცისთვის მისი მაგალითი უფრო შთამბეჭდავია, ვიღაცისთვის მისი ქცევა უფრო გადამდებია.

ამიტომ, ბოდიშით თუ უამისოდ, შეცდომის აღიარებით თუ უამისოდ, ჩემთან "დამეგობრებით" თუ უამისოდ, საერთო საქმისთვის წარმატება იქნება, თუ ბიძინას ზუსტად იმ ხარისხით ავნებს, როგორც 2012-ში არგო.

საერთოდაც, გინდა ნეგატიურად, გინდა პოზიტიურად წარსულზე მუდმივად ლაპარაკი გვაშორებს მომავალს და ხელს უწყობს სტატუსკვოს მუდმივობას.

და თუ ვინმეს არ ახსოვს, გავახსენებ: სტატუსკვო ქვეყნისთვის დამღუპველია და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე