ლატვიის სეიმის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის პარტია ლიდერობს

ლატვიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე კონსერვატიული პარტია „გაერთიანებული სია“ ლიდერობს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ლატვიის ცესკო-ს მონაცემებით, ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემებით, პარტიამ არჩევნებში ხმების 35.4% მიიღო. წინასწარი შეფასებით, ბლოკი სეიმში 100 ადგილიდან 42-ს მოიპოვებს.

ამასთან, მეორე ადგილზეა ბიზნესმენ აინარს შლეზერსის პოპულისტური პარტია „ლატვია პირველ რიგში“, რომელმაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 13.1% მიიღო. მესამე ადგილზეა „სუვერენული ძალა/ახალგაზრდა ლატვიელთა კავშირი“ - ხმების 11.7%-ით. სეიმში შესვლა კიდევ სამ პარტიას შეუძლია, რომლებმაც ასევე გადალახეს 5%-იანი ბარიერი, ეს პარტიებია : “ეროვნული ალიანსი” (8.9%), “პროგრესულები” (7.8%) და ლიბერალურ-კონსერვატიული “ახალი ერთობა” (6.3%).

ამ მონაცემებით, მოქმედი მმართველი კოალიციის ოთხი პარტიიდან პარლამენტში მხოლოდ სამი მოხვდება: “გაერთიანებული სია”, “ეროვნული ალიანსი” და “ახალი ერთობა”.

ლატვიის ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 51.8% შეადგინა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე