5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი ჩატარდება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე.
5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შარტავას ქუჩაზე დავით წოწკოლაურის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
5 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)
5 ოქტომბერს, 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
5 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ნადირაძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავასა და დანარჩენების სასამართლო პროცესი გაიმართება.