PrimeBuild სახლის აშენება ახალი სტანდარტებით

მომხმარებელზე მორგებული სახლები

ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა კერძო სახლების მშენებლობაზე. ბევრი ოჯახი ბინის შეძენის ნაცვლად არჩევანს საკუთარი სახლის მშენებლობაზე აკეთებს. მათ ეძლევათ საშუალება ქონდეთ ეზო, მშვიდი საცხოვრებელი გარემო და თავიანთი გემოვნებით და პროექტით აშენებულ სახლი.

ამ ტენდენციას აქტიურად პასუხობს სამშენებლო კომპანია PrimeBuild, რომელსაც გააჩნია 12 წლიანი გამოცდილება და 16,000 მ²-ზე მეტი აშენებული საცხოვრებელი ფართი. კომპანია აერთიანებს 28-კაციან პროფესიონალ გუნდს და თანამშრომლობს სერტიფიცირებულ არქიტექტორებთან, კონსტრუქტორ ინჟინრებთან და ხარისხიან სამშენებლო მასალების მომწოდებლებთან. სახლის აშენება კომპანიის მთავარი მიმართულებაა და მომხმარებლებს სთავაზობს მშენებლობის სრულ სერვისს.

კომპანია პრაიმ ბილდი მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა კონდიციის პაკეტს: საძირკვლით და კარკასით დაწყებული და გადახურვითა და შიდა სამუშაოებით დასრულებული. საშუალო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, პროექტის სირთულის მიხედვით, სრულდება 3-6 თვეში.

იზრდება მოთხოვნა პრაიმ ბილდის ენერგოეფექტურ სახლებზე

საქართველოში ენერგოეფექტური სახლების მიმართ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მომხმარებლები უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ საცხოვრებლებს, რომლებიც უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას ზამთარში და გრილ გარემოს ზაფხულში, რაც ამცირებს კომუნალურ ხარჯებს და ზრდის ცხოვრების ხარისხს.

სამშენებლო კომპანია პრაიმ ბილდის დირექტორი და მთავარი ინჟინერი ბესიკ გურული აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მომხმარებელთა დიდი ნაწილი ითხოვს ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, მათ შორის ხარისხიან თბოიზოლაციას, ენერგოეფექტურ ფანჯრებსა და თანამედროვე გათბობის სისტემებს.

სამშენებლო ხარჯები 2026 წელს

2026 წელს საქართველოში სახლის აშენება ბევრი ოჯახის მიერ აქტიურად განიხილება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი კითხვა კვლავ რჩება: რა თანხასთანაა დაკავშირებული მშენებლობა? კომპანია პრაიმბილდში აცხადებენ რომ შავი კარკასისი ღირებულება დაახოლებით მერყეობს $180-$200/მ2-ზე. საბოლოო დასრულებული სახლის ფასზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მიწის მდგომარეობა, საძირკვლის ტიპი, ბეტონისა და რკინის ღირებულება, გადახურვის მასალები და შიდა სარემონტო სამუშაოები.

შავი / თეთრი / მწვანე კარკასი - Prime Build -ის პაკეტები

მოთხოვნის ზრდის ფონზე, სამშენებლო კომპანია Prime Build მომხმარებლებს სთავაზობს სახლის მშენებლობის სამ პაკეტს: შავი, თეთრი და მწვანე, რაც ამარტივებს ბიუჯეტის დაგეგმვას და მშენებლობის პროცესის კონტროლს.

შავი კარკასი მოიცავს მიწის სამუშაოებს და შენობის კარკასის მშენებლობას.

თეთრი კარკასი დამატებით ითვალისწინებს კედლების ბლოკით ამოშენებას, დათბუნებას, კედლების გალესვა შებათქაშებას, იატაკის მოხვეწას, გარეთა პერიმეტრის კარფანჯრებს, სახურავის ჰიდროიზოლაციას.

მწვანე კარკასი დამატებით მოიცავს ელექტროენერგიის, გაზის, წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.

საბოლოო ხარისხი მხოლოდ გამოყენებულ მასალებზე არ არის დამოკიდებული

თანამედროვე სახლის მშენებლობისას მომხმარებლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ თავად მშენებლობის პროცესის ორგანიზება. კარგად დაგეგმილი პროექტი საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს როგორც სამუშაოების თანმიმდევრობა, ისე საჭირო მასალები და სავარაუდო ხარჯები. ეს ამცირებს მშენებლობის პროცესში გაუთვალისწინებელი ცვლილებებისა და დამატებითი ხარჯების რისკს.

პრაიმ ბილდის (PrimeBuild) მთავარი ინჟინრის ბესიკ გურულის მიდგომა ითვალისწინებს პროექტის სხვადასხვა ეტაპის კოორდინირებულ მართვას- საპროექტო გადაწყვეტილებების დაგეგმვიდან სამშენებლო სამუშაოების შესრულებამდე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონსტრუქციის გამართულობას, გამოყენებული მასალების ხარისხს და სამუშაოების შესაბამისობას პროექტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

თანამედროვე საცხოვრებელი სახლი ასევე სულ უფრო მეტად უნდა პასუხობდეს კონკრეტული ოჯახის ცხოვრების სტილს. სახლის ფართობი, ოთახების განლაგება, ბუნებრივი განათება, სათავსოები, ეზოსთან კავშირი და საინჟინრო სისტემების დაგეგმვა შეიძლება თავიდანვე მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით განისაზღვროს.

სწორედ ამიტომ, სახლის მშენებლობის თანამედროვე ტენდენცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას არ გულისხმობს. ის აერთიანებს ინდივიდუალურ დაგეგმარებას, ენერგოეფექტურობას, ხარისხიან მასალებს, გამართულ სამშენებლო პროცესს და მომხმარებლისთვის წინასწარ გასაგებ პირობებს.

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა