მედია - ევროკავშირი, უკრაინის ბლოკში გაწევრიანების შემთხვევაში, ქვეყანას სასოფლო-სამეურნეო ბაზრებსა და სუბსიდიებზე წვდომას შეუზღუდავს

ევროკომისია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, ბლოკის სასოფლო-სამეურნეო ბაზრებსა და სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე ქვეყნის ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვნად შეზღუდვას გეგმავს, - Financial Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის შიდა დოკუმენტში - გაფართოების შესახებ ახალ წინადადებებში - რომლის შინაარსიც გამოცემისთვის გახდა ცნობილი.

Financial Times-ის ცნობით, შეზღუდვები მიზნად ისახავს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის შიშის გაქარწყლებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ბაზრებს უკრაინიდან შემოსული მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების უზარმაზარი მოცულობა დააზარალებს.

დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია გეგმავს, უკრაინას მხოლოდ შეზღუდული წვდომა მისცეს ბლოკის სასურსათო ბაზრებსა და მის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე, რომელთა ღირებულება წელიწადში 55 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც შიშის მქონე ქვეყნებისთვის, მათ შორის პოლონეთისთვის, საფრანგეთისა და იტალიისთვის, კომპრომისული შეთავაზებაა.

სანაცვლოდ, ბრიუსელი მხარს დაუჭერს უკრაინას ისტორიულ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის აღდგენაში, რაც კიევის გლობალურ გადაზიდვებს გულისხმობს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შედეგად მნიშვნელოვნად შეფერხდა.

Financial Times-ის ცნობით, დოკუმენტში უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ამჟამად „ყველაზე წინ წასულ“ ქვეყნებადაა მოხსენიებული. ამ ოთხი ქვეყნისთვის მომზადდება გაწევრიანების ინდივიდუალური გეგმები - ე.წ. „საგზაო რუკები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღებს არ განსაზღვრავს, თუმცა მათი პროგრესის დაჩქარებასა და პროცესის გამარტივებას უნდა შეუწყოს ხელი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა