კახა კალაძე - ევროპასთან მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ისე, ვიღაცამ ზემოდან შემოგვხედოს და გაგვიბრაზდნენ სანქციებს რატომ არ მიუერთდით ან მეორე ფრონტი რატომ არ გახსენითო

მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროკავშირთან ურთიერთობაზე „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ ერთობლივი მიმართვის გათვალისწინებით, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.

კახა კალაძემ თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ საუბრობს „ქართული ოცნება“,რომ მნიშვნელოვანია ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან არ შემოგვხედოს და არ გაბრაზდეს იმაზე, ქვეყანა ევროპულ სანქციებს რომ არ მიუერთდა და არ დააზარალა საკუთარი ეკონომიკა, არ გავითვალისწინეთ მათი მუქარები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ, ქართველი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

„ამ ადამიანების განცხადებები ტყუილით არის ხოლმე გაჯერებული. მაგალითად, როდესაც კონკრეტულ არგუმენტებს ვითხოვდით, როდესაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ჩვენ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ ვთხოვეთ კონკრეტული არგუმენტები წარმოედგინათ, რაც ვერ შეძლეს. არგუმენტი არც გააჩნიათ, უბრალოდ ასრულებენ იმ დავალებების, რასაც ქვეყნის წინააღმდეგ ავალებენ. რაც შეეხება პერსონალურ დასანქცირებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამით ვერავინ შეგვაშინებს. მთავარია, გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რითიც შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა