ირაკლი ფავლენიშვილი - 4 ოქტომბრის აქცია იყო მშვიდობიანი პროტესტი - ამის მთავარი დასტურია ის, რომ მათ შორის ორგანიზატორები მოსულები იყვნენ საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად

წინააღმდეგობის არცერთ ეტაპზე, ჩვენს პოზიციას არ შევიცვლიდით იმიტომ, რომ მშვიდობიან პროტესტს და წინააღმდეგობას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქცია იყო მშვიდობიანი აქცია.

„ჩვენ ვუერთდებით ყველა იმ პროტესტს, რომელიც არის ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც არის ანტისაოკუპაციო ხასიათის მატარებელი. ასე იყო წარსულში, არის აწმყოში და მომავალშიც ასე იქნება. ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი და ქართველი ხალხი იყო ერთადერთი გეგმა, როგორც ამაზე ორგანიზატორები ხაგზასმით საუბრობენ და არანაირ ძალადობას ისინი არ გეგმავდნენ. ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ, ამის მთავარი დასტური გახლავთ ის, რომ მათ შორის ორგანიზატორები მოსულები იყვნენ საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად, იგივე პაატა ბურჭულაძე იყო საკუთარ შვილიშვილთან ერთად მოსული და რა თქმა უნდა, ძალადობრივ აქციაზე არ მოიყვანდა ოჯახის წევრს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა