ადვოკატი - პაატა ბურჭულაძე თავისუფლების შესაძლებლობას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ეს შესაძლებლობა ექნება

პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა , - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მივლენების გამო დაკავებული პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე მოხარულია, რომ პატიმრების მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა ექნება.

„ბატონი პაატა ბურჭულაძე მხოლოდ მიესალმება და მოხარულია, რომ პოლიტიკური პატიმრების მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა ექნება და მიესალმება ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.

იგი იყო ეროვნული კრების ორგანიზატორი და მას არცერთი წუთით ეს არასდროს არ უარუყვია.

მიმართავს თუ არა თავად საპროცესო გარიგების მოთხოვნით პროკურატურას? პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმებას მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა