დაინიუს ჟალიმასი - სანქციები და სავიზო აკრძალვები უნდა შემოვიღოთ მოსამართლეებისთვის, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უშვებენ - უნდა აღვკვეთოთ საპოლიციო აღჭურვილობის გადაცემა, რაც შესაძლოა რეპრესიებისთვის იყოს გამოყენებული

მიზნობრივი სანქციები და სავიზო აკრძალვები უნდა შემოვიღოთ, განსაკუთრებით მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უშვებენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების თაობაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობების ფონზე „უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ავტორიტარულ კონსოლიდაციაზე ევროპის პასუხი ამ დროისთვის შეუსაბამო“ იყო.

„აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირის ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოები უფრო შორს წავიდნენ ქართველი ხალხის რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირებაში.

ეს სხვაობა უნდა ავანაზღაუროთ. პირველ რიგში, მიზნობრივი სანქციები და სავიზო აკრძალვები უნდა შემოვიღოთ, მათ შორის და განსაკუთრებით მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უშვებენ. მეორე, საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა დამოკიდებული უნდა იყოს ხელშესახებ ნაბიჯებზე ამ კურსის შესაცვლელად, “ვენეციის კომისიის” რეკომენდაციების იმპლემენტაციაზე, რომლებიც საგზაო რუკაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური პლურალიზმის აღსადგენად. მესამე, უნდა აღვკვეთოთ საპოლიციო აღჭურვილობის საქართველოსთვის მიყიდვა ან გადაცემა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას რეპრესიებისთვის. და ბოლოს, ევროპამ უნდა გააძლიეროს პირდაპირი მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, და ამავდროულად მათ გათავისუფლებას მოითხოვდეს, ვინც პოლიტიკური მოტივებით არის დაპატიმრებული”, - განაცხადა ჟალიმასმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს