პაველ ჰერჩინსკი - სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს - როგორც ცოტა ხნის წინაც წავიკითხე, ბოლო დღეებში უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროპარლამენტზე

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ჰერჩინსკიმ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ხედავს თუ არა ის საქართველოს მთავრობისგან რაიმე ნამდვილად მზაობას აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან.

„სამწუხაროდ, მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს. საშუალება მომეცით შეგახსენოთ, რომ [ევროპული] საბჭოს პირველი დასკვნები, რომლებიც მოუწოდებდნენ საქართველოს კურსი შეეცვალა, გამოქვეყნებული იყო 2024 წლის ივნისში. უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით.

ასე რომ, 2024 წლის ივნისში [ევროპული] საბჭოს ძალიან ნათელი დასკვნები გქონდათ, რომლებიც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ იყო შეთანხმებული. რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? 2024 წლის ოქტომბერი, 2024 წლის დეკემბერი - გაფართოებაზე თავმჯდომარეობის უახლესი დასკვნები წინა წლის დეკემბერშია გამოქვეყნებული, პარაგრაფი 138. შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად რა უნდა გააკეთოს, რათა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის ტრაექტორიას.

ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილ იქნა. პირიქით, როგორც ცოტა ხნის წინაც წავიკითხე, ბოლო დღეებში უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროპარლამენტზე, ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებზე. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა“, - - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს