ვახუშტი მენაბდე - მანანა კობახიძე პარლამენტის კვოტით დანიშნული მოსამართლეა - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, „ქართული ოცნება“ კი 89-ს აკონტროლებს, ამავე მიზეზით, დღემდე ვერ აირჩიეს მერაბ ტურავას ჩამნაცვლებელი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ეხმაურება.

მისი თქმით, ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის დასანიშნად ხმები არ ჰყოფნის, რის გამოც მათ დღემდე ვერ აირჩიეს მოსამართლე მერაბ ტურავას ჩამნაცვლებელი.

„მოსამართლე მანანა კობახიძე პარლამენტის კვოტით დანიშნული მოსამართლეა. კონსტიტუციის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, "ქართული ოცნება" კი 89-ს აკონტროლებს.

ამავე მიზეზით, მათ დღემდე ვერ აირჩიეს მოსამართლე მერაბ ტურავას ჩამნაცვლებელი“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

შეგახსენებთ, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.

მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.

შეგახსენებთ, მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს აირჩიეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში