მიხეილ ყაველაშვილი - დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილეთ სულიერ საწყისებს და გავითავისოთ ისინი - გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა, რათა უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები

განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავუფრთხილეთ ჩვენს სულიერ საწყისებს და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, სვეტიცხოვლობა არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი.

„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს! დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში, ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში. ამ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მეოხებით, ქრისტიანული რწმენის ურყევი საძირკველი ჩაიყარა ამ ტაძარში. სწორედ აქ განისვენებს, სხვა სიწმინდეებთან ერთად, ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე, მაცხოვრის კვართი. სვეტიცხოველი ცის და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედაეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილეთ ჩვენს სულიერ საწყისებს და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისთვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები. ბოლოს მსურს თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს, როგორც აქ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ასევე საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს მართლაც შესანიშნავი სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული და მინდა, რომ უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“.- განაცხადა ყაველაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში