დავით მათიკაშვილი - 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, არცერთ კომიტეტს მიუღია გადაწყვეტილება სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევაზე - ასევე, არცერთ თანამდებობის პირს მოუმართავს შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით

2026 წლის 1-ელი ივლისიდან 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, პარლამენტის არცერთ კომიტეტს მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, არცერთ შემთხვევაში, ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, არცერთ თანამდებობის პირს მიუმართავს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.

„პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრების და თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ საკითხის შესწავლის მიზნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და პარლამენტის კომიტეტებისგან მიიღო ინფორმაცია სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრება-მოსმენის თაობაზე. კომიტეტებისგან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 1-ელი ივლისიდან 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პარლამენტის არცერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, არცერთ შემთხვევაში, ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. არ გამოუჩენიათ შესაბამისი ინტერესი, როგორც ჩანს.

არცერთ თანამდებობის პირს მოუმართავს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.

ალბათ, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო პროცედურა იქნებოდა თუკი მეტი ინტერესი იქნებოდა, როგორც კომიტეტების, ისე თანამდებობის პირების მხრიდან უკუკავშირი, თუმცა, როგორც ვხედავთ, ამ ეტაპისთვის არც დასწრება მოუთხოვია და არც მოსმენა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში