საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქალაქ გუანჯოუში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

ამავე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ქართულმა და ჩინურმა კომპანიამ, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნესთანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენდა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ.

„ფორუმის ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები, რომლებმაც ქართულ კომპანიებს ჩინელ პოტენციურ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის, საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები მისცა.

ქართული ბიზნესდელეგაცია ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო გამოფენაში - Canton Fair, რომელიც ათასობით მწარმოებელს სხვადასხვა სექტორიდან, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს აერთიანებს.

ბიზნესფორუმისა და გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი სავაჭრო პარტნიორობის ჩამოყალიბებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში