ადვოკატი - ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯაროდ გამოაქვეყნა წერილი და დაასახელა კონკრეტული პიროვნება - მამუკა მდინარაძე წერილის ავტორად, წერილის, რომლის შინაარსიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება?

ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯაროდ, სოციალური ქსელით გამოაქვეყნა წერილი და დაასახელა კონკრეტული პიროვნება - მამუკა მდინარაძე წერილის ავტორად, წერილის, რომლის შინაარსიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება? - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ადვოკატის განცხადებით, დრომ აჩვენა, რომ იმავე გუნდმა, რომლის ინტერესების დაცვასაც ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობდა, ის გაწირა.

„იყო ბრალის წარდგენა, დაკავება და თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. ამ საკითხზე დაწერა თვითონ ბატონმა ირაკლიმ და მე აღარ გავშლი, მაგრამ ერთია: მან ეს გააკეთა იმ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის პრემიერიც თვითონ იყო ორჯერ და უპირველესად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო. ის თვლიდა, რომ მის მიერ სრული სიმართლის თქმა და რაიმე განცხადება, საზოგადოების მხრიდან შეიძლებოდა აღქმულიყო მოღალატეობრივ ნაბიჯად! მაგრამ დრომ აჩვენა, რომ იმავე გუნდმა ის გაწირა!

ამ პოლიტიკური დევნისა და მორალური ზეწოლის ყველაზე გარყვნილ გამოვლინებას წარმოადგენდა ის ფაქტი, როდესაც ციხეში მყოფ ღარიბაშვილს წერილი შეუგზავნეს. ირაკლიმ გამოაქვეყნა ეს წერილი, რომელშიც ახალი, ყურადღებას ვამახვილებ, ახალი, ჯერ არ არსებული ბრალის აღიარებას თხოვდნენ, რათა გადაეზღვიათ 1 % ალბათობაც კი მისი პოლიტიკაში მობრუნებისა!

წერილი შეუგზავნეს ამა წლის ივლისის თვეში; ამ პერიოდისთვის მხეიძეც, ტუკვაძეც და ბურჭულაძეც დაკითხულებიც არიან და განაჩენიც არის დამდგარი; მათ არაფერი უთქვამთ ღარიბაშვილზე ქრთამის მიცემაზე. ისინი, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაიკითხნენ აგვისტოს თვეში (18-21 აგვისტოს); საინტერესოა, ივლისის თვეში საიდან უნდა სცოდნოდა მამუკა მდინარაძეს, (ირაკლიმ დაწარა საჯაროდ, რომ წერილი მდინარაძემ შეუგზავნა), რომ ბურჭულაძე აგვისტოს თვეში ღარიბაშვილზე ჩვენებას მისცემდა? მე რომ არ ვუპასუხო, თქვენც ხომ ხვდებით, პატივცემულო მკითხველო?

და საერთოდ: როგორ მოხდა, რომ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯაროდ, სოციალური ქსელით გამოაქვეყნა წერილი და დაასახელა კონკრეტული პიროვნება, მაღალი თანამდებობის პირი - მამუკა მდინარაძე წერილის ავტორად, წერილის, რომლის შინაარსიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება? იქნებ ცილს წამებდა ღარიბაშვილი? გამოძიების დაწყება სასურველი კი არა, აუცილებელიც იყო, მით უფრო, რომ შემდგომში სიტყვა-სიტყვით ასრულდა წერილში მოყვანილი ყველა „ფაქტი“!

იმავე წერილში განა ერთმნიშვნელოვნად არ იკითხება, რომ რაიმე კორუფციული ქმედების გამოვლენა-აღკვეთა კი არ წარმოადგენდა მათ ინტერესს, არამედ ახალი მძიმე ბრალი, მხოლოდ საშუალება იქნებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად, და რომ რეალურად ციხეში, პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაგუნდელი მათზე რეიტინგული და მეტი ღირსების მატარებელი იყო. ხალხს ის უყვარდა, მათგან განსხვავებით და მისი სახელი მექრთამეობასთან და კორუფციასთან უნდა გაეგივებინათ. განა ეს არაა კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ნიშნით დევნისა?”, - წერს ლილი გელაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს