„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ - ამჯერად ისინი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ კუბერნატს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ინფორმაციას „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლები: პაატა დავითაია, თეონა აქუბარდია და აკია ბარბაქაძე.
„შეხვედრაზე „ანტიანექსიური პლატფორმის“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერისთვის, მათ ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, იმ ანექსიურ საფრთხეებზე, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.