ლევან ხაბეიშვილი - სოლიდარობა ვახო სანაიას - წარმოიდგინეთ, ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი ორ დღეში გაქრებოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, სოლიდარობას უცხადებს.

როგორც ხაბეიშვილი წერილში წერს, სანაიას მსგავსი „გაბედული ათასობით“ რომ იყოს, „ქართული ოცნება“ მმართველობას ჩამოშორდებოდა.

„რუსებმა ჯერ აფხაზეთიდან გამოდევნეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს, შემდეგ უდიდესი ტრაგედია დაატეხეს თავს. ახლა რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა არ ასვენებს და მუდმივად ცდილობს დაატყვეოს, პატიმრობაში ამყოფოს, მას და მის ოჯახს სიცოცხლე გაუმწაროს!

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მამაცურად, ვაჟკაცურად დგას და წამით არ იხევს უკან!

სოლიდარობა ვახო სანაიას! უპირობო პატივისცემა ჩემგან!

სხვების გამკვირვებია... წარმოიდგინეთ, ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს... რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს