Reuters - დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსული დიზელის საწვავი აშშ-კენ მიემართება

მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელსაც 40 000 მეტრული ტონა რუსული დიზელის საწვავი გადააქვს, ნიუ-იორკისკენ მიემართება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების შედეგია.

საზღვაო გადაზიდვების მონაცემების თანახმად, საშუალო ზომის ტანკერი Agioi Fanendes 22 ოქტომბერს რუსეთის ბალტიისპირა პორტ პრიმორსკში 40 000 ტონა ულტრა დაბალგოგირდიანი დიზელის საწვავით დაიტვირთა. მოსალოდნელია, რომ ის აშშ-ში 7 ნოემბერს ჩავა.

რუსეთი დათანხმდა, გააუქმოს დიზელის საწვავის ექსპორტზე მის მიერვე დაწესებული აკრძალვა და საწვავი მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის აშშ-საც, მიაწოდოს. ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ მიიღეს.

ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ გაიტანდა ექსპორტზე 300 000 მეტრულ ტონა დიზელის საწვავს, ანუ 2.25 მილიონ ბარელს. მისი თქმით, ამას ნოემბერში 500 000 ტონის, ხოლო ამის შემდეგ კიდევ 1 მილიონი ტონის მიწოდება მოჰყვება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს