თენგო თევზაძე - მოსამართლეთა პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი - ისე აქეს სარჩელი, მსგავსი რამ იქაც არ წერია

პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი. ისე აქეს სარჩელი, მსგავსი რამ იქაც არ წერია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თენგო თევზაძე მიიჩნევს, რომ მათ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას საზოგადოებას დაანახეს, რომ სიმართლე მათ მხარესაა.

„ჩვენ წინა ორი დღე და დღევანდელი დღის შუამდგომლობის ნაწილზე მთელს საქართველოს დავანახეთ და ვუთხარით ის სიმართლე, რა სიმართლეც ჩვენს მხარეს არის. ჩვენ გვაქვს ერთადერთი ინსტრუმენტი და იარაღი, ეს არის სიმართლე და მეორე მხარეს არის ის, რაც არის - ფაქტობრივად, პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი. ისე აქეს სარჩელი, მსგავსი რამ იქაც არ წერია. ანუ „ქართული ოცნება“, სარჩელის წარმდგენი 88 დეპუტატი ამბობს, რომ ესო არ გვიწერიაო და გუშინ ვნახეთ მოსამართლე მეთოფიშვილი, ჩაწიკწიკებულია ყველაფერი, ისე კარგად წერიაო“, - განაცხადა თევზაძემ.

მან ამასთან, საზოგადოებას 25 ოქტომბერს 19:00 საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„საქართველოს 10 ათასობით და 100 ათასობით მოქალაქეს მოვუწოდებთ, რომ 25-ში, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვიყოთ ბევრნი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიქნებით ბევრნი“, - განაცხადა თევზაძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს