ძმები ფეიქრიშვილების დედა - ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, გარეთ, სახლთან დაინახეს, ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ! - ბატონო პრემიერო, გაერკვიეთ, ცუდად არის საქმე, სუს-ია ქვეყნის სათავეში! ბატონო ბიძინა, მე არ მეშინია, რომ მომკლავენ, მაგრამ ჩემი სიკვდილი უარესი იქნება!

ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის ინფორმაციით, გუშინ, პატიმარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, გარეთ დაინახეს.

როგორც გლდანის ციხესთან მან განმარტა, ბილანიშვილს ფოტოებიც გადაუღეს.

“ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ, “კაწრო” სახლთან დაინახეს და გადაუღეს სურათი. ჩემს შვილს კრიმინალს ეძახიან, მაგრამ ყველაზე დიდი კრიმინალები არიან ციხის უფროსი, ფერაძე, ანუ “ზაუტა”. ზუსტად ვიცი, რომ ფირცხალავა [ციხის უფროსი]იყო ჩემს შვილთან, გოგასთან შესული კამერაში. რა უნდოდა ფირცხალავას ჩემს შვილთან? რა თამაში მიდის ხალხო? გაერკვიეთ, ბატონო პრემიერო, ცუდად არის საქმე ქვეყანაში, სუს-ი არის სათავეში, ხსნით უფროსებს, მაგრამ თვითონ იქ არის კრიმინალური ბანდა. რატომ არავინ მოვიდა და არ მეუბნებიან, არ ინერვიულოთ, თქვენი შვილები დაცულები არიანო? ბატონო ბიძინა, მე არ მეშინია, რომ მომკლავენ, რადგან ჩემი სიკვდილი უარესი იქნება. მესმის, რომ კრიმინალური ბანდა ვამხილე, ესენი არიან სუს-ის წევრები, სუს-ი ყოფილა ყველაზე დიდი ბანდა, მთავრობა ხსნის ერთ უფროსს, მეორეს, მესამეს, მაგრამ შიგნით ერთი და იმავე ხალხია”, - განაცხადა აბრამიშვილმა.

რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას, სადაც დავით ფეიქრიშვილის დაზიანებებზე ნათქვამია, რომ “დაცემის შედეგად მიიღო, აღნიშნული დედისთვის დაუჯერებელია.

“თუ მე-9 სართულიდან გადმოვარდებოდა და ცემენტზე დაეცემოდა, იმ შემთხვევაში, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ დანით არის დასერილი, ბლაგვი საგნით, ეს ბატონმა ზურამ [ჩხაიძემ] მითხრა, ამდენი ტრავმა ხომ გაუგებარია? ჩემი შვილების სიცოცხლეს ყოველთვის ექნება საფრთხე, ვიდრე თანამდებობაზე იქნება გიორგი პატარიძე [სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი]. პრაქტიკულად კაცი მხილებულია ბანდასთან შეკრულობაში, ყოველ წუთას ვატო ყიფიანი ელაპარაკებოდა “ზაუტას”. მე მინდა დაცვა, დაიცვან ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი! დაგვაწყნარონ, მოგვცენ პირობა, რომ ჩვენი სიცოცხლე დაცულია. ამ საქმეს მთავრობა ვერ ჩაფარცხავს, ამას ბევრის თავი გადაყვება!” - განაცხადა აბრამიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს