როგორ უნდა შეფუთო სამართლებრივად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მილიონზე მეტ ადამიანს აღარ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ტენდენციურები და მიკერძოებულები არიან“.
„პროცესი თავიდან ბოლომდე არის ფარსი. ჩვენ კარგად ვხედავდით, როგორი მიკერძოებულები და ტენდენციურები არიან მოსამართლეები. ისინი საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისგან განსხვავებითაც კი უფრო მეტად ინდოქტრინიზირებულები არიან „ქართული ოცნების“ იდეოლოგიით. უფრო მეტი აგრესიით გამოირჩევიან ოპოზიციის ყველა წევრის მიმართ. სამართლებრივად სურთ შეფუთონ, ის რომ საქართველოში დემოკრატიას კლავენ, რაც არის წარმოუდგენელი. როგორ უნდა შეფუთო სამართლებრივად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მილიონზე მეტ ადამიანს აღარ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.