გიორგი მელაშვილი - პარტიების აკრძალვა წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც კიდევ უფრო მეტად დაგვაშორებს დასავლურ სამყაროს და დაგვაახლოებს რუსეთთან

პარტიების აკრძალვა, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც კიდევ უფრო მეტად დაგვაშორებს დასავლურ სამყაროს და დაგვაახლოებს რუსეთთან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ სტუმრობისას, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

გიორგი მელაშვილის თქმით, მმართველობის მოდელით, რომელიც ახლა საქართველოში მკვიდრდება, პარტიების აკრძალვით, სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვით, ერთპარტიული, ერთპიროვნული დომინაციის დამყარებით, საქართველო გაცილებით უფრო წააგავს თურქმენეთს და უზბეკეთს, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს.

„საბოლოო ჯამში, ამ პროცესის შედეგად ჩვენ ვხედავთ სამწუხარო ტენდენციას, რომ იმის ნაცვლად, საქართველომ გადაინაცვლოს უფრო დასავლეთით, ჩვენ უფრო მეტად მივდივართ ცენტრალური აზიისკენ. მმართველობის მოდელი, რომელიც ახლა მკვიდრდება, პარტიების აკრძალვით, სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვით, ერთპარტიული, ერთპიროვნული დომინაციის დამყარებით, გაცილებით უფრო წააგავს თურქმენეთს და უზბეკეთს, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, კარგი პოლიტიკური პარტიები არიან თუ ცუდი, არამედ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართმევთ საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლებას. „ქართული ოცნების“ ცესკოს დათვლითაც კი, ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთა აკრძალვასაც ახლა აპირებენ, მათ წესით უნდა მიეღოთ მანდატების დაახლოებით ნახევარი, პარლამენტი წესით უნდა წარმოადგენდეს მოსახლეობის ნახევარს. ყველა ამ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, რა თქმა უნდა, არღვევს ყველა კრიტერიუმს, რომელიც არსებობს ევროკავშირში იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო. პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ამოძირკვა ავტომატურად ნიშნავს, რომ ვერანაირ ევროინტეგრაციაზე ვერ ვისაუბრებთ.

ამას ემატება მეორე საერთაშორისო ასპექტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არსებული პრაქტიკა და მიდგომა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო იყო იურისტი, რომ მიხვდე, „ქართული ოცნების“ სარჩელი არანაირად არ აკმაყოფილებს არცერთ საერთაშორისო სტანდარტს. ასე რომ, მორიგ ჯერზე მივდივართ ცენტრალურ აზიაში“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს