ანონსი 26 ოქტომბერი

ანონსი 26 ოქტომბერი

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი:კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

26 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი