ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობას მართავენ

ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობას მართავენ

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ. ისინი თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

აქცია „ოპოზიციის ალიანსის" მიერაა ორგანიზებული.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, დღევანდელო აქცია ეხმაურება „ქვეყანაში არსებულ ვითარებას - დემოკრატიის მოშლას".

„აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და ამ ტალღას ჩემი და ბევრი ადამიანის აზრით, ჰქვია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილების“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

„დიდება საქართველოს“, „ერთიან, ეროვნულ დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს“, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

აქციის სლოგანია - "საქართველო ივანიშვილის გარეშე, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს".