„ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან მივიდნენ, სადაც პოლიტიკოსები სიტყვით გამოდიან

„ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია, ამ წუთებში, რუსთაველის მეტროსთან მიმდინარეობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მოქალაქეები, რომლებიც თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან მივიდნენ. ამ წუთებში პოლიტიკოსები სიტყვით მიმართავენ აქციაზე შეკრებილებს.
მათი განცხადებით, დღევანდელი აქცია ეხმაურება „ქვეყანაში არსებულ ვითარებას - დემოკრატიის მოშლას". ამასთან, ისინი მოქალაქეებს 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
„აქ ქვეყანაში არ არის მოღალატეების და კრიმინალების ადგილი - საქართველო ივანიშვილის გარეშე. ვიბრძოლებთ ბოლომდე“, - აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სიტყვით გამოსვლისას.

























