განათლების სამინისტროში განმარტავენ, როდის დაურიგდებათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალგრიფირებული სახელმძღვანელოების მეორე ნაწილი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განმარტავენ, როდის დაურიგდებათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალგრიფირებული სახელმძღვანელოების მეორე ნაწილი.
როგორც სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საჯარო სკოლების მოსწავლეები სახელმძღვანელოების მეორე ნაწილს, მეორე სემესტრის დაწყებამდე მიიღებენ.
ცნობისთვის, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2026-2027 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე, სახელმძღვანელოების მხოლოდ პირველი ნაწილი მიიღეს.
























