გიგა ფარულავა - „ოცნება“ მარცხდება საკონსტიტუციო პროცესების საჯარო ნაწილში და ეს გაგრძელდება თუნდაც კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, როდესაც საზოგადოება ნახავს, რომ მათ არ აქვთ არცერთ კონკრეტულ კითხვაზე სამართლებრივი პასუხი

გიგა ფარულავა - „ოცნება“ მარცხდება საკონსტიტუციო პროცესების საჯარო ნაწილში და ეს გაგრძელდება თუნდაც კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, როდესაც საზოგადოება ნახავს, რომ მათ არ აქვთ არცერთ კონკრეტულ კითხვაზე სამართლებრივი პასუხი

„ოცნება“ მარცხდება საკონსტიტუციო პროცესების საჯარო ნაწილში და ეს გაგრძელდება თუნდაც კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, როდესაც საზოგადოება ნახავს, რომ მათ არ აქვთ არცერთ კონკრეტულ კითხვაზე სამართლებრივი პასუხი, - ასე გამოეხმაურა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი გიგა ფარულავა საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვის განახლებას.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული პროცესები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან ერთად, განსხვავებული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად.

„საზოგადოება თვალნათლივ ხედავს იმ იმას, რაც დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ და რაც მიმდინარეობს, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

ეს პროცესები არ მიემართება მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, როგორც სუბიექტების გაუქმებას, ეს არის „ოცნების“ მიერ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი განსხვავებული აზრის გასაუქმებლად.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესებს, დღეს იწყება ახალი ეტაპი, ამ შემთხვევაში, კითხვა-პასუხის ეტაპი. რასაც ვადევნებდით ჩვენ თვალ-ყურს, ცხადია, „ოცნება“ მარცხდება, საკონსტიტუციო პროცესებში რასაც ვხედავთ. ვინც ობიექტურად უყურებს, ობიექტურად აფასებს ამ პროცესებს, „ოცნებას“ თავისი ამ პოლიტიკური სარჩელით, პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სარჩელით ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს, დაამტკიცოს ის, თუ რატომ არის კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური პარტია არაკონსტიტუციური. ბუნებრივია, ის მარცხდება და ეს გაგრძელდება თუნდაც კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, როდესაც საზოგადოება ნახავს, რომ მათ არ აქვთ არცერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული, ობიექტური, სამართლებრივი პასუხი”, - განაცხადა ფარულავამ.