რელიგიის სააგენტო პრაღის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას

რელიგიის სააგენტო პრაღის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას

რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ მაჭარაშვილი პრაღაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „მე-18 მუხლის ალიანსის“ ყოველწლიურ მინისტერიალში სახელწოდებით „ერთობლივი ქმედება დაქსაქსულ სამყაროში: მდგრადობისა და ერთიანობის განმტკიცება თემებში და მათ შორის“. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

„ევრაზიის პანელური დისკუსია გაიმართება 2026 წლის 11 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პლენარული სესიების დარბაზში. დისკუსიის ძირითადი თემებია: სახელმწიფოსა და რელიგიების ურთიერთობა, სხვადასხვა აღმსარებლობებს შორის თანაცხოვრება, რელიგიური თავისუფლება და უსაფრთხოება. ვლადიმერ მაჭარაშვილი მინისტერიალს სიტყვით მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.