Reuters - ირანმა არგენტინის საზღვაო და საჰაერო ძალები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა

Reuters - ირანმა არგენტინის საზღვაო და საჰაერო ძალები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა

ირანმა არგენტინის საზღვაო და საჰაერო ძალები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საპასუხო ნაბიჯია მას შემდეგ, რაც არგენტინამ მიმდინარე წლის აპრილში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ირანის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ არგენტინამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით გამოაცხადა.

„ნათელია, რომ ამ საკითხით გამოწვეულ ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა არგენტინის მთავრობას დაეკისრება“, - ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.