რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, კალინინგრადის ოლქში პოლონეთის სპეცსამსახურების აგენტების ქსელი გამოავლინეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, კალინინგრადის ოლქში პოლონეთის სპეცსამსახურების აგენტების ქსელი გამოავლინეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, კალინინგრადის ოლქში პოლონეთის სპეცსამსახურების აგენტების ქსელი გამოავლინეს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ეფ-ეს-ბე“) ცნობით, პოლონეთის სპეცსამსახურების ორი აგენტი დააკავეს, ასევე, პოლონეთის შვიდი და რუსეთის სამი მოქალაქე ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის ქმედებების ჩადენასთან დაკავშირებით ოფიციალურად გააფრთხილეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ეჭვმიტანილები კალინინგრადის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და ობიექტების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.

ასევე, „ეფ-ეს-ბე“-ს განცხადებით, დაკავებულები ოლქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, მიგრაციული და სოციალური პოლიტიკის შესახებ ცნობების გადაცემას ახდენდნენ.

კალინინგრადის ოლქის „ეფ-ეს-ბე“-ს საგამოძიებო განყოფილებამ დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღძრა, რომელიც ჯაშუშობას ეხება.